ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა უმოქმედობას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები უმოქმედობაში და მანდატით დაკისრებული მოვალეობისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.


“რუსეთის სამშვიდობო ძალებმა თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში აშკარა უმოქმედობით ხელი შეუწყვეს აფხაზი კრიმინალების მიერ ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმას და რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლის გატაცებას, რითაც არ შეასრულეს მანდატით დაკისრებული უპირველესი მოვალეობა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად”, ნათქვამია განცხადებაში.


ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან, რომელიც აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს,  აფხაზმა კრიმინალებმა 11 იანვარს თერთმეტი ქართველი გაიტაცეს. 12 იანვარს ცხრა მძევალი გაათავისუფლეს, ორი კი კვლავ ტყვეობაში დატოვეს. 

Back to top button