ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან შეიარაღებული დაჯგუფების მიერ 11 იანვარს გატაცებული 11 ქართველიდან ამ დროისთვის 9 გათავისუფლებულია. ორი ქართველის ტყვეობაში დატოვების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გათავისუფლებული მძევლები ამჟამად უკვე ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სოფელი განმუხური აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს.