
ახალი ამბები
აფხაზეთის ცსკ-ო: დღის მეორე ნახევარში ამომრჩეველთა აქტივობამ 40% შეადგინა
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ 12 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხი საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო მონაწილეობა.
113 000 რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ ცოტა ნახევარმა მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.