ახალი ამბები

საქართველო 2005 წელს 20 000 რეზერვისტს მოამზადებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 იანვარს შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ძევერაში განლაგებულ ქართველ რეზერვისტთა საწვრთნელ ბანაკს ესტუმრა და განაცხადა, რომ 2005 წლის ბოლოსთვის 20 000 რეზერვისტი იქნება მომზადებული. 


“ჩვენ შეიარაღებული ძალები იმიტომ კი არ გვყავს, რომ ომისთვის ვემზადებით.  ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და დავამკვიდროთ ნამდვილი მშვიდობა … თუ გვინდა ნამდვილი მშვიდობა, უნდა ვიყოთ ძლიერი, გვქონდეს სახელმწიფო და ვმოქმედებდეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ 350 რეზერვისტის წინაშე, რომლებიც სოფელ ძევერაში გადიან მომზადებას.


სოფელი ძევერა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად მდებარეობს.

Back to top button