ახალი ამბები

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 11 ქართველი გაიტაცეს

შეიარაღებულმა ჯგუფმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურიდან 11 იანვარს 11 ქართველი ადგილობრივი მოსახლე გაიტაცა. სოფელი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. 


არსებული ინფორმაციით, 11 იანვარს გალის რაიონის რამოდენიმე სხვა სოფელზეც მოხდა თავდასხმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დაგმო სამოქალაქო პირების გატაცების ფაქტი და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება “სერიოზულ და ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს გატაცებულთა გასათავისუფლებლად“.


“არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ამგვარ ქმედებებს შევეგუოთ”, დასძინა მან.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ინციდენტი, რომელიც 12 იანვრის აფხაზეთის საპრეზიდნეტო არჩევნების წინ მოხდა, გარკვეული ძალების მიერ არჩევნების ჩაშლის მცდელობას დაუკავშირეს.


“იყო შემთხვევები, როცა გარკვეული პირები აგიტაციას უწევდნენ გალის მოსახლეობას არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში,  ეს დარბევაც [სოფელ განმუხურში] სწორედ იმ ანტისაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად“, განუცხადა სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს. 

მსგავსი/Related

Back to top button