ახალი ამბები

არაღიარებულ აფხაზეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 12 იანვარს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომლიც შედეგადაც არჩეული ახალი ლიდერი მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას შეცვლის.


გამოკვეთილ ფავორიტს პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი ბაღაფშს არჩევნებში კონკურენციას სახალხო პარტიის ლიდერი იაკურ ლაკობა უწევს.


113 ათასი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ნახევარი მაინც უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს. თუმცა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა, რომელიც აფხაზეთში არჩევნების მონიტორინგის მიზნით იმყოფება, “იტარ-ტასს” განუცხადა, რომ “აქტივობა შესაძლოა დაბალი იყოს”.

მსგავსი/Related

Back to top button