ახალი ამბები

შეიარაღებული ჯგუფი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურს დაესხა თავს

ქართული მედიის ცნობით, შეიარაღებული ჯგუფი 11 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, რომელიც აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს, შეიჭრა და რამდენიმე მანქანა გაიტაცა. 


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესი“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ იუწყებიან, რომ “ეს გალის რაიონში მოქმედი აფხაზ კრიმინალთა ჯგუფი იყო”.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესის“ ცნობით, კრიმინალთა ჯგუფმა რამდენიმე ადგილობრივი მოსახლეც გაიტაცა, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button