
ახალი ამბები
საქართველომ და რუსეთმა საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 10 იანვარს თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ფოთის პორტსა და რუსეთის პორტ კავკასიას შორის სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლას ითვალისწინებს.
საბორნე მიმოსვლა სავარაუდოდ ათი დღის ვადაში აღდგება.
ამჟამად, საქართველო საბორნე მიმოსვლას რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ახორციელებს.