ახალი ამბები

საზღვაო სანაოსნოს შესყიდვით შვიდი კომპანიაა დაინტერესებული

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შესყიდვით შვიდი კომპანია დაინტერესდა. კვირპროსში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Schoeller Holdings Ltd, ბრიტანული კომპანია Marine Capital Limited, ავსტრალიური ASP Ship Management Pty Ltd, იტალიური “კო არმა“, თურქული “კოირია“, რუსული “პრომიშლენნი ინვესტორი“ (Промышленные Инвесторы) და Greenoak Group-ი.
 
“ამ დროისთვის ცნობილია, თუ რა პირობებს და რა რაოდენობის თანხას სთავაზობენ ეს კომპანიები ქართულ მხარეს სანაოსნოს შესყიდვისთვის“,   განუცხდა “სივილ ჯორჯიას“ ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.
 
განაცხადების წარდგენის ვადა ეკონომიკის განვითარების სამინისტროში 11 იანვრის 18:00 საათზე იწურება, რის შემდეგაც თითოეული კომპანიის პირობების გასაცნობად განაცხადები გაიხსნება. 
 
საზღვაო სანაოსნოს შესყიდვით თავდაპირველად კომპანია Greenoak Group-ი დაინტერესდა, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან 17 დეკემბერს ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას, რომელიც სანაოსნოში 107 მლნ დოლარის გადახდას ითვალისწინებს.
 

Back to top button