ახალი ამბები

საქართველო ოპტიმისტ ქვეყნებს შორის ლიდერობს

Gallop International-ის გამოკვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე ოპტიმისტ ერებს შორის კვლავ ლიდერობს. საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა 71%-ს სჯერა, რომ 2005 წელი ქვეყნისათვის წარმატებული იქნება.


კვლევა 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში მსოფლიოს დაახლოებით 65 ქვეყანაში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 60,000 მოქალაქე გამოიკითხა. საქართველოს მხოლოდ ტუნისი და ვიეტნამი უსწრებს.


Gallop International-ის წინა წლების ანალოგიური კვლევებმა აჩვენეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ოპტიმიზმი 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ გაიზარდა.


2003 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა 73%-ს სჯეროდა რომ 2004 წელი წარმატებული იქნებოდა, მაშინ როდესაც 2002 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 46%-ს სჯეროდა რომ 2003 უკეთესი წელი იქნებოდა.  

Back to top button