skip to content
ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას სტუმრობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 9 იანვარს ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. მას თან ახლდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.


ჟვანია კონფლიქტის ზონის სოფელ ხეითის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.


“ძალიან მალე პრეზიდენტი წარმოადგენს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმებს. ჩვენი სახელმწიფო და არმია გაცილებით ძლიერია დღეს, მაგრამ ჩვენ კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით ვუჭერთ მხარს”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟვანიამ 9 იანვარს “რუსთავი2”-ის ეთერში.

Back to top button