
ახალი ამბები
საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს
ქართველმა სამართალდამცავებმა 7 იანვარს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.
იმავე დღეს ერთი ქართველი პოლიციელი იქნა დაკავებული. იგი საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.