ახალი ამბები

ბეჟან გუნავა სახელისუფლებო ფრაქციას ტოვებს

დეპუტატმა ბეჟან გუნავამ 5 იანვარს განაცხადა, რომ იგი ტოვებს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს”. ამის მოტივად მან ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული დევნა დაასახელა. 


გუნავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ მან შეშფოთება გამოხატა “ფინანსური პოლიციის უკანონო საქმიანობის“ გამო. გუნავას თქმით, ბიზნესმენთა ჯგუფს, რომელიც საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის ექსპორტს ახორციელებს, ფინანსური პოლიცია ფულს სძალავდა.


“ჩემი განცხადების შემდეგ ჩემი ძმის [ბიზნესმენ] გოჩა გუნავას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გადასახადების დამალვის მოტივით; მაგრამ ჩემი ძმა უდანაშაულოა“, განაცხადა ბეჟან გუნავამ.


მან ასევე გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა“ ერთპიროვნული მმართველობისთვის. “ხუთი კაცისგან შემდგარი ჯგუფი ერთპიროვნულად იღებს ყველა გადაწყვეტილებას ფრაქციაში“, დასძინა მან.


დაპირპისპირება გუნავასა და მმართველ პარტიას შორის მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა სამეგრელოს გუბერნატორი გიგი უგულავა და მისი გადადგომა მოითხოვა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უგულავას დაუჭირა მხარი.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button