skip to content
ახალი ამბები

პუტინმა სააკაშვილს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.


საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური  ურთიერთობები “მყარი გარანტიაა ორ ქვეყანას შორის პატივისცემის, ნდობის და ნაყოფიერი თანამშრომლობის” განვითარებისათვის.

Back to top button