
ჩინეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა
30 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა არჩილ სოხაძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ზიუ შანს გადასცა დროებითი რწმუნებათა სიგელი, “რის საფუძველზეც ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს საელჩოს გახსნა ჩინეთში”, იუწყება 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეხვედრის დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს საელჩოს გახსნას და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტულურ და სხვა სფეროებში.
საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ უკლება დაამტკიცა.
მიხეილ უკლება, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ჩინეთში საქართველოს პირველი ელჩია.