
ახალი ამბები
ჟვანიასა და კოკოითის შეხვედრა არ შედგა
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა დღეს არ შედგა.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ედუარდ კოკოითმა მასთან შეხვედრას “თავი აარიდა“.
დღეს ზურაბ ჟვანია პატარა და დიდი ლიახვის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას და კონფლიქტის ზონაში მყოფ ქართველ სამშვიდობოებს შეხვდა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.
ზურაბ ჟვანიასთან ერთად კონფლიქტის ზონას სტუმრობდა ასევე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.