skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი რეგიონებში რწმუნებულების მუშაობით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადებითად აფასებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგი უგულავას საქმიანობას და მის წინააღმდეგ პარლამენტის დეპუტატთა გარკვეული ნაწილის პრეტენზიებს (მეგრული ენის არ ცოდნის შესახებ) უსაფუძვლოს უწოდებს.
 
“ყველას ეგონა, რომ ცვლილებები მხოლოდ თბილისში განხორციელდებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. რეგიონებში დანიშნული ახალგაზრდა კადრებით მოვიდა [რწმუნებულების] ახალი თაობა, რომლებიც საქმეს აკეთებენ“, განაცხადა 29 დეკემბერს 2004 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
28 დეკემბერს პარლამენტის წევრმა ბეჟან გუნავამ გიგი უგულავა მეგრული ენის უცოდინრობის გამო გააკრიტიკა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 


 

Back to top button