
საქართველოს საგარეო უწყება თანამოქალაქეებს აზიაში მომხდარი სტიქიის გამო მიმართავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს იმ საქართველოს მოქალაქეების მოძიებას, რომლებიც შესაძლოა 26 დეკემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდნენ.
ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლში მდებარე აზიის ქვეყნებში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 28-47-47 და შეატყობინონ იმ პირთა ვინაობა, ვინც აზიის აღნიშნულ რეგიონში იმყოფებოდა, “რათა მიღებულ იქნას ყველა შესაბამისი ზომა მათი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოსაჩენად”, ნათქვამია სამინისტროს მიერ 29 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამმა 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უდიდესი ზარალი მიაყენა რეგიონს.