
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება განსაზღვრა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 27 დეკემბერს ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური კანონი მიიღო, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
კანონის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი ძალოვან სტრუქტურებს და საგარეო პოლიტიკას გაუწევს კოორდინაციას. იგი ასევე უფლებამოსილია დე ფაქტო პრეზიდენტს წარუდგინოს აღნიშნული უწყებების მინისტრების კანდიდატურები.
რუსული სააგენტო “რეგნუმის“ ინფორმაციით, კონსტიტუციური კანონი 12 იანვარს, სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად და რაულ ხაჯიმბას ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შევა ძალაში და მათი უფლებამოსილების შეწყვეტამდე იმოქმედებს.