
ახალი ამბები
ცხინვალი სროლების თაობაზე იუწყება
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, 27 დეკემბერს გვიან ღამით კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა.
ინფორმაციის თანახმად, სროლები ქართული სოფლების აჩაბეთის, ქურთასა და ხეითის მიდამოებში ისმოდა.
ქართულ მხარეს ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.