skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას განიხილავს

დღეს საქართველოს პარლამენტი განიხილავს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას, რომელიც 13 მინისტრისა და 4 სახელმწიფო მინისტრისაგან შედგება.


მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და ამასთან, საქართველოს მთავრობის 2004-2009 წლების სამოქმედო პროგრამა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააცნო.


“ახალი მინისტრების დანიშნვა არ ნიშნავს კურსის ცვლილებას”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.


მისი თქმით, 2005 წლისათვის უნდა დასრულდეს სტრუქტურული ცვლილება მმართველობით რგოლში და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ბიუროკრატია. ასევე მომდევნო ორ წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თავდაცვისუნარიანიბის განმტკიცებას, რათა “2 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავდეს სულ სხვა დონეზე გაწრთვნილი არმია, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას სულ უფრო რეალურს გახდის”, აცხადებს ჟვანია.


მისი თქმით, ასევე პრიორიტეტული იქნება სასამართლო რეფორმის გატარება და ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება.


კონსტიტუციის მიხედვით მთავრობის შემადგენლობის 1/3-ზე მეტის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა. 14 დეკემბერს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული საკადრო გადაადგილებებით შეიცვალა როგორც ძალოვანი, ასევე ეკონომიკური გუნდის მინისტრები.

Back to top button