
ახალი ამბები
სანაოსნოს პრივატიზებაზე განაცხადის წარდგენის ვადა გახანგძლივდა
ეკონომიკის მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 27 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს საზღვაო სანაოსნო კომპანიის პრივატიზებასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2005 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდა.
თავდაპირველად ეს ვადა 27 დეკემბერს იწურებოდა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა უმსხვილეს საპრივატიზაციო კონტრაქტს “გრინოუქ გრუფ”-თან შპს “ოუშენ შიფინგის,” იგივე “საზღვაო სანაოსნოს” 107 მილიონ დოლარად მიყიდვის თაობაზე.
თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, კიდევ სამმა სხვა კომპანიამ გამოხატა ინტერესი კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით.