
ახალი ამბები
სააკაშვილმა იუშენკოს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე განმეორებით ტურში ოპოზიციის ლიდერს ვიქტორ იუშენკოს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.
სააკაშვილი სატელევიზიო მიმართვაში უკრაინულ ენაზე საუბრობდა.
“მე აქამდე თავს ვიკავებდი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან, თუმცა ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავდით უკრაინელი ხალხის მიმართ“, განაცხადა 26 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა.
წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით 26 დეკემბერს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში იუშჩენკომ ხმათა 54% დააგროვა, მისმა ოპონენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა – 42%.