
ჩინეთმა საქართველოს 604.000 აშშ დოლარის გრანტი გამოუყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა ცი დაიუმ 24 დეკემბერს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობისთვის ხუთი მილიონი იუანის ოდენობის (დაახლოებით 604 ათასი აშშ დოლარის) გრანტის გამოყოფის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2004 წელი ძალიან მნიშვმელოვანი იყო საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებში.
მომავალ წელს საქართველო ჩინეთში საელჩოს ხსნის. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა მიხეილ უკლება, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ელჩად ჩინეთში.
ოქტომბერში ჩინეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 475,000 დოლარის ოდენობის სასაქონლო გრანტი გამოუყო, რომელიც სამინისტროს საოფისე მოწყობილობებით აღჭურვას მოხმარდა.