skip to content
ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა კოკოითთან მოლაპარაკებებს მიესალმება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მიესალმება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან გამართულ მოლაპარაკებებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა “შემობრუნების მომენტი“ გახდეს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.


გოგა ხაინდრავა, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს შერეულ საკონტროლო კომისიაში, კოკოითს კომისიის დანარჩენ თანათავმჯდომარეებთან ერთად ცხინვალში 24 დეკემბერს შეხვდა.


“იგი [ედუარდ კოკოითი] ისეთი კონსტრუქციული იყო, როგორც არასდროს. შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი იყო“, განაცხადა ხაინდრავამ 25 დეკემბერს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.  

Back to top button