skip to content
ახალი ამბები

კრწანისის რეზიდენცია გაიყიდა

დღეს საქართველოს მთავრობისა და ამერიკული კომპანია “ბეისელ გრუფ”-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელებმა 15 მლნ აშშ დოლარად შეიძინეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია.


მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანია “ბეისელ გრუფი”, რომელიც ნიუ-იორკშია რეგისტრირებული, უახლოეს დღეებში ქართულ მხარეს 2 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის, ხოლო დანარჩენი 13 მლნ-ის გადახდა ეტაპობრივად 9 თვის განმავლობაში მოხდება.


კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის 10 კოტეჯი 44 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელიც ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ოფიციალური შეხვედრებისათვის გამოიყენებოდა.

Back to top button