skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ექსპერტებთან სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის სტატუსს განიხილავს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ დოკუმენტზე მუშაობის მიმდინარეობა განეხილა.


“მე გთხოვთ ბატონ გელა ბეჟუაშვილთან [ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი] შეაჯეროთ წინადადებები [სტატუსის შესახებ], რათა შევძლოთ ჩვენი წინადადებების  იანვრის შუა რიცხვებისთვის დადება, შესაძლებელია 10 იანვრისთვისაც, რათა ვიცოდეთ: რას ვთავაზობთ მათ [აფხაზებსა და ოსებს] ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრისას.


17 დეკემბერს პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გეგმაზე მუშაობის დაწყება.

მისი თქმით, გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის “ფედერალურ მოწყობას“, სადაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში “ფართო სტატუსი“ მიენიჭებათ.

Back to top button