
ახალი ამბები
ახალი ოპოზიციური მოძრაობა დაფუძნდა
დღეს დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “წინ, საქართველო”, რომელიც ოპონირებას გაუწევს დღევანდელ ხელისუფლებას.
ოპოზიციურ მოძრაობაში გაერთიანებულები არიან ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური სახეები, მათ შორის არიან ირაკლი ბათიაშვილი, თემურ შაშიაშვილი. ორგანიზაციის წევრია პროფესორი მიხეილ ქურდიანი, რომელიც ამას წინად უნივერსიტეტის ლექტორობაზე იყრიდა კენჭს.
“ჩვენ დავუპირისპირდებით ქვეყანაში ავტორიტატული ტიპის მმართველობის დამკვირდების მცდელობას”, აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მთავარი მიზანი “ეროვნული ღირებულებების დაცვა და დემოკრატიული პრინციპების შელახვის წინააღმდეგ ბრძოლა” იქნება.