skip to content
ახალი ამბები

შსკ-ის თანათავმჯდომარეები ედუარდ კოკოითს ხვდებიან

რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეები 24 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდებიან.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, მხარეები კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციასა და დემილიტარიზაციის შესახებ სოჭის შეთანხმებას განიხილავენ.


ანალოგიური შეხვედრა 23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან გაიმართა.


“სოჭის შეთანხმების განხორციელება შეფერხებით მიმდინარეობს, ძირითადად ქართული მხარის გამო. [ჟვანიასთან] შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მკაცრი განცხადება გავაკეთეთ. თუ ვითარება არ შეიცვლება, სიტუაცია კონტროლიდან გამოვა“, აცხადებს “რია ნოვოსტი” ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

Back to top button