ახალი ამბები

კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია 15 მილიონ დოლარად გაიყიდება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ნიუ-იორკელ ბიზნესმენთა ჯგუფი 15 მილიონ დოლარს იხდის კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში.


კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია ოფიციალური შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქ მისი რეზიდენცია იყო განთავსებული. ექს-პრეზიდენტი კვლავ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობს.  


“თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც 15 მილიონ დოლარზე მეტს შემოგვთავაზებს, მათ შეუძლიათ მოგვმართონ სამი დღის განმავლობაში [საპრივატიზაციო გარიგებების ვადა 26 დეკემბერს იწურება] და შეიძინონ ის“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

Back to top button