skip to content
ახალი ამბები

შსკ-ის თანათავმჯდომარეები ზურაბ ჟვანიას შეხვდნენ

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეები 23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას შეხვდნენ.


შერეული საკონტროლო კომისია 22-23 დეკემბერს თბილისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას განიხილავს. 
 
შსკ-ის თანათამჯდომარეებმა საქართველოდან, სამხრეთ ოსეთიდან, რუსეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთითან ჟვანიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელიც შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გაიმართება ანალოგიური შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს და შსკ-ის წევრებს შორის “ხვალ, ან შესაძლოა ზეგ“.    

Back to top button