skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო ცვლილებებზე კანონპროექტთა პაკეტი წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 23 დეკემბერს კანონპროექტთა ის პაკეტი წარუდგინა, რომელიც შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანებიდან გამომდინარე საქართველოს “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის” შესახებ კანონში ცვლილებებს საჭიროებს. 


“კანონპროექტის მიხედვით ლიკვიდირებულია უშიშროების სამინისტრო, რომლის ფუნქციათა დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა”, განუცხადა იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა 23 დეკემბერს ჟურნალისტებს.


მისი თქმით, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც უშიშროების სამინისტროს ექვემდებარებოდა, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდება.


“საგარეო დაზვერვის სამსახური არცერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში არ იქნება”, დასძინა პაპუაშვილმა.


ცოტა ხნის წინ უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოიაზრება, განაცხადა, რომ ეს სამსახური პირდაპირ პრეზიდენტს დაექვემდებარება.

Back to top button