
ახალი ამბები
პუტინი საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების მომხრეა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში 23 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა შესაძლოა ოფიციალური ვიზიტები გაცვალონ, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა.
“მე მთლიანად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ ჩვენ პრიორიტეტუი უნდა მივანიჭოთ რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებას. იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მუშაობა მის ხელმოწერაზე, ჩვენ გადავწყვეტთ ურთიერთვიზიტების საკითხს“, აცხადებს “ინტერფაქსი“ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილი მოსკოვში მიიპატიჟა და თან დასძინა, რომ სააკაშვილი “ყოველთვის სასურველი სტუმარია მოსკოვში“.