
ახალი ამბები
პუტინს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სურს
კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებით დაინტერესებულია.
“საქართველო რუსეთისთვის მხოლოდ მეზობელი არ არის, ჩვენი ხალხი ურთიერთდაკავშირებულია საერთო ისტორიული ბედით, სულიერი და კულტურული ფესვებით და ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი იმაში, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები პარტნიორობისა და კეთილმეზობლური სულისკვეთებით განვითარდეს“, განაცხადა პუტინმა კრემლში 22 დეკემბერს რუსეთში საქართველოს ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ელჩს წარმატება უსურვა იმ საქმიანობაში, რომელიც “თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარებას ისახავს მიზნად“.