
ახალი ამბები
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური გაძარცვეს
თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს, რომელიც შსს-ს ექვემდებარება, 22 დეკემბერს თავს დაესხა სამი დაუდგენელი პირი. მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით131 ათას 452 ლარი გაიტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.