
ახალი ამბები
ვაზიანის ბაზაზე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა
ვაზიანის სამხედრო ნაწილში გაურკვეველ პირობებში ორი დღის წინ შინაგანი ჯარის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. 18 წლის ზაურ გაბაძის ცხედარი უკვე გადასვენეს მის საცხოვრებელ სახლში.
ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა არ კონკრეტდება დეტალები. ინციდენტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარს შინაგანი ჯარის სარდალი გოგი თათუხაშვილი გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.