skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა უმრავლესობაც სომეხი ეროვნებისაა. 
 
“სახელმწიფოს თქვენ არ დავიწყებიხართ“, ამ სიტყვებით მიმართა დღეს ადგილობრივ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტი მოსახლეობას სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეჰპირდა. პირველ რიგში კი ცენტრალური მაგისტრალის მოწესრიგებას, რათა მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.
 
პრეზიდენტის რანგში ეს მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტია სამცხე-ჯავახეთში.

Back to top button