
ახალი ამბები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ესტუმრა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოჰსენ ამინზადე 20-21 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს და ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს.