skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვის დაფინანსების გაზრდას მოითხოვს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების ნაწილმა მთავრობას თავდაცვის სამინისტროს დაგეგმილი ბიუჯეტის მშპ-ის 2%-ის დონეზე გაზრდა მოითხოვა.  


მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაორმაგების შესახებ, 2005 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა მხოლოდ 126.3 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს თავდაცვის სამინიტროსთვის, რაც მშპ-ს 1.16%-ს შეადგენს. 2004 წელს თავდაცვის სფეროს დაფინანსებამ 91.6 მილიონი შეადგინა.


“ჩვენ ვცდილობთ ნატოს სტანდარტებს დავუახლოვდეთ, თუმცა ამ სტანდარტების მიხედვით, თავდაცვის სფეროს მინიმალური დაფინანსება მშპ-ის 2%-ს უნდა უტოლდებოდეს“, განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.


წლის დასაწყისში პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ “ჩვენი მთავარი მიზანია დაფინანსების გაზრდა ევროპული და ნატოს რეკომენდაციების შესაბამისად. ახლანდელი დაფინანსება, რომელიც მშპ-ის 0,69% შეადგენს, 2%-მდე უნდა გაიზარდოს“.  


 


 

Back to top button