
ახალი ამბები
სოხუმში საშტაბო-სამეთაურო წვრთნები დაიწყო
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 20-24 დეკემბერს საშტაბო-სამეთაურო წვრთნები ტარდება.
აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ “ეს არის სამხედრო მეთაურთა გეგმიური, ყოველწლიური მომზადება“.
მისი თქმით, წვრთნის დროს მთავარი ყურადღება სამხედრო ოპერაციების სტრატეგიულ დაგეგმვაზე გამახვილდება.
ანალოგიურ მომზადებას სამხედრო მეთაურები ცხინვალის რეგიონშიც გადიან. 20 დეკემბერს სამხრეთ ოსეთში ორკვირიანი სამეთაურო მომზადების პროცესი დაიწყო.