ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების პროტესტს ამოწურულად მიიჩნევს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ “ინციდენტი” შინაგანი ჯარის ათობით ჯარისკაცის ამბოხთან დაკავშირებით ამოწურულია, თუმცა დასძინა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.


შინაგანი ჯარის 60-მდე ჯარისკაცმა მუხროვანის სამხედრო ბრიგადა თვითნებურად დატოვა და თბილისში ომბუდსმენის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი არმიაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.


“ამჟამად, მუხროვანის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება დეტალების გარკვევის მიზნით. მე შევხვდები ამ ჯარისკაცებს და საკმაოდ მკაცრად დაველაპარაკები“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში 20 დეკემბერს.


ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ “უფრო მეტი იდეოლოგიური მუშაობის“ გატარებაა საჭირო ჯარისკაცებთან.


“მათ უნდა ესმოდეთ, რომ არმიაში მათ უნდა გაუძლონ ცივ ზამთარსაც და ნებისმიერ პირობებსაც”, დასძინა მან.


ამჟამად, მეამბოხე ჯარისკაცები თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში იმყოფებიან. 

მსგავსი/Related

Back to top button