skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე და ჟვანია მეამბოხე ჯარისკაცების დასჯას უჭერენ მხარს

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმ 65 ჯარისკაცის დასჯას მოითხოვს, რომელთაც მუხროვანის ბრიგადა პროტესტის ნიშნად 19 დეკემბერს დატოვეს.  ბურჯანაძის განცხადებით, “დღევანდელ დღეს ხელისუფლების დადანაშაულება ჯარისკაცების მიმართ უყურადღებობაში უსამართლობა და დაუნახაობაა”.
 
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საქართველოს კონსტიტუცია ჯარისკაცების გაფიცვას პირდაპირ კრძალავს. 
 
“ასეთ დროს კატეგორიული მოთხოვნაა ნებისმიერი ჯარისკაცის და ოფიცრის კანონოთ გათვალისიწნებული ზომებით დასჯა”,  განუცხადა ჟურნალისტებს დღეს ნინო ბურჯანაძემ.
 
“ის, რომ ჯარისკაცებს პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება სურთ, გასაგებია, მაგრამ ობიექტური რეალობაც უნდა დაინახონ, თუ რა პირობებში იყვნენ ადრე და დღეს რა პირობები აქვთ”, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
დღესვე ამ ფაქტს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, “უდისციპლინო და დაუმორჩილებელი” ჯარისკაცები უნდა დაისაჯონ. 
 
65 ჯარისკაცმა მუხროვანის ბრიგადა 19 დეკემბერს სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დატოვა.

Back to top button