skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი “დეზერტირი” ჯარისკაცების დასჯას მოითხოვს

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 65 ჯარისკაცის ქმედება, რომელთაც მუხროვანის ბრიგადა 19 დეკემბერს დატოვეს, მკაცრად შესაფასა. მისი თქმით, ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი დაისჯება.
 
მინისტრმა ასევე მიუღებლად მიიჩნია ჯარისკაცთა მოთხოვნა მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში განაწილების თაობაზე. 


”ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ყველას სახლია“, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
მინისტრის განცხადებით, მუხროვანის ბრიგადა ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი სამხედრო ნაწილია და ჯარისკაცების პრეტენზიები ბრიგადაში გაუსაძლისი სოციალური პირობების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
 
65 ჯარისკაცმა მუხროვანის ბრიგადა 19 დეკემბერს სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით პროტესტის ნიშნად დატოვა. სახალხო დამცველის ოფიცის ეზოში შეკრებილ ჯარისკაცებს, რომლებიც ამჟამად თბილისში მე-8 პოლკის ბაზაზე იმყოფებიან, უკვე შეხვდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები.

Back to top button