skip to content
ახალი ამბები

გაფიცული ჯარისკაცების უფლებებით ომბუდსმენის აპარატი დაინტერესდა

მუხროვანის ბრიგადიდან სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით წამოსული 65 ჯარისკაცი დღეს სახალხო დამცველის ოფისის ეზოში შეიკრიბა. ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ მათ ქმედებაზე კომენტარი სამხედრო ომბუდსმენმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ “ჯარისკაცები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ”.
 
მისი თქმით, უკვე შედგა დიალოგი შინაგანი ჯარის წარმომადგენლებთან. “შევთანხმდით, რომ ბრიგადიდან წამოსული ჯარისკაცები მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვადასხდა სამხედრო ნაწილებში გადანაწილდებიან”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ირაკლი სესიაშვილმა.
 
მუხროვანიდან წამოსული 65-მდე ჯარისკაცი ამჟამად ისან-სამგორის რაიონში განლაგებულ მე-8 სამხედრო პოლკში იმყოფება. 


სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მუხროვანში გაემგზავრებიან და ბრიგადაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე მოინახულებენ. 


მუხროვანის ბრიგადა ჯარისკაცებმა 19 დეკემბრის საღამოს დატოვეს და თბილისისაკენ ფეხით გამოემართნენ.

Back to top button