
ახალი ამბები
აფხაზეთის გენერალურ პროკურორს პოსტი დაატოვებინეს
აფსნიპრესის ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 17 დეკემბერს გენერალური პროკურორი რაუფ კორუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კორუა არძინბამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მეორედ გაათავისუფლა თანამდებობიდან. ოქტომბერში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაუფ კორუას თანამდებობა ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მხარდაჭერისთვის დაატოვებინა. თუმცა, აფხაზეთის პარლამენტმა დაგმო დე ფაქტო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და კორუა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აღადგინა.