
ახალი ამბები
შერეული საკონტროლო კომისიის მორიგი სხდომა თბილისში გაიმართება
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ცნობით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა (შსკ) 22-23 დეკემბერს თბილისში გაიმართება.
“შსკ განიხილავს [5 ნოემბერს ჟვანია-კოკოითის შეხვერის შედეგად] სოჭში მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების საკითხს, ამ დოკუმენტით განსაზღვრულია მხარეების სამოქმედო გეგმა”, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გოგა ხაინდრავამ.
შსკ-ს თანათავმჯდომარეებს სამხრეთ ოსეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში უკვე ეცნობათ თბილისის მიერ ინიცირებული სხდომის გამართვის შესახებ.
სოჭის შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.