
ბიზნესგაერთიანებები დაზღვევის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ
დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესმენთა ფედერაციისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უცხოური სადაზღვევო კომპანიებს.
კანონპროექტის მიხედვით უცხოური სადაზღვევო კომპანიები არ დაექვემდებარებიან მოქმედ სადაზღვევო რეგულირების ნორმებს და გადაიხდიან უფრო დაბალ გადასახადებს, რაც “ბარიერს შეუქნის ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის წინსვლას”.
ადგილობრივი ბიზნესმენების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში საქართველოში მოქმედ კომპანიებს ჩრდილში გადანაცვლება მოუწევთ, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობა მისაღებია როგორც უცხოელი ინვესტორებისათვის, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის და “ცვლილებას არ საჭიროებს”.