skip to content
ახალი ამბები

საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება

უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაერთიანების შედეგად დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც აქამდე უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული იყო.

ახალი დეპარტამენტი უშუალოდ პრეზიდენტს დაექვემდებარება. საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განიხილება უშიშროების მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას კანდიდატურა, რომლის კურატორობის სფეროშიც შედიოდა აქამდე საგარეო დაზვერვის სამსახური.

Back to top button