ახალი ამბები

ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრები განახლდა

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში დღეს განახლდა ოთხმხრივი (ქართული,აფხაზური, დსთ-სა და გაეროს) ყოველკვირეული შეხვედრები, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზური მხარის პროტესტის გამო არ ტარდებოდა.

შეხვედრაზე, სადაც  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ მწვავე კრიმინოგენულ ვითარებას განიხილავენ, ქართული მხარეს სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული გიგი უგულავა და ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი ვალერი ჯაფარიძე, ხოლო აფხაზური მხარეს გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა წარმოადგენს.

ჭუბურხინჯის ოთხმრივი შეხვედრები მას შემდეგ შეწყდა, რაც  აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე 28 ივლისს ქართველი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შემოსული თურქული გემის დაკავების გამო.

Back to top button