
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი მოსკოვში გაემგზავრა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს, იუწყება 16 დეკემბერს სააგენო “რეგნუმი”.
გამგზავრებამდე ხაშბამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სოხუმში რუსი სპეციალისტების ჩასვლა იგეგმება, რომლებიც აფხაზეთს სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავებაში გაუწევენ დახმარებას.